მერსი ტემბონი - საპენსიო რეფორმა ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის ცხოვრებას აუმჯობესებს

საპენსიო რეფორმა ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის ცხოვრებას აუმჯობესებს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმის მიზანია, ქვეყანაში დანაზოგების შექმნას ხელი შეეწყოს.

„რეფორმის მიზანია, ასევე, რომ მოსახლეობას უკეთესი ცხოვრების შანსი მისცეს, როცა ისინი აღარ იმუშავებენ და გავლენ პენსიაში. ეს არის მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ამის განხორციელება დაიწყო. არსებობს გამოწვევები, მაგალითად იმ მიმართულებით, რომ მოსახლეობის ნაწილს არ ესმის მისი მნიშვნელობა. საპენსიო ფონდი და მათი ხელმძღვანელი აქტიურად მუშაობენ, რომ მოსახლეობაში აამაღლონ ცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სისტემა. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რამდენადაც ყველა ცვლილებას სჭირდება დრო. დარწმუნებული ვართ, გარკვეული დროის შემდეგ მოსახლეობა საპენსიო სისტემით კმაყოფილი იქნება“, – აცხადებს მერსი ტემბონი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო