ირაკლი კობახიძე - რწმენა და ცოდნა ავსებს ერთმანეთს და ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც სასულიერო აკადემიაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და აკადემიის პედაგოგებს, სტუდენტებსა და სასულიერო პირებს აკადემიის იუბილე მიულოცა.

„რწმენა და ცოდნა - ეს ორი საწყისი არსად ისე კარგად არ არის შერწყმული, როგორც თბილისის სასულიერო აკადემიაში. აკადემიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ეკლესიის აღორძინებაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც კათოლიკოს-პატრიარქის ხელმძღვანელობით, დგანან ამ უდიდესი საქმის სათავეებთან. ასევე მადლობა უნდა გადავუხადოთ პედაგოგებს და სტუდენტებს, რომლებსაც ყოველდღიური შრომით საკუთარი წვლილი შეაქვთ სასულიერო აკადემიის და ქვეყნის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სასულიერო აკადემიის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სინოდის წევრები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს