აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი საქართველოს პრემიერს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების გამო მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების გამო მადლობას უხდის. როგორც ჯონ ბოლტონი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს, პრემიერ ბახტაძეს ტელეფონით ესაუბრა.

"გუშინ ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ [მამუკა] ბახტაძეს, რათა მადლიერება გამომეხატა საქართველოს მიერ ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების შესახებ. განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება", - წერს ჯონ ბოლტონი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს