ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და მისი საბანკო ანგარიშები დაბლოკა

ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა და მისი საბანკო ანგარიშები დაბლოკა. ამის შესახებ ვენესუელას უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში შემდეგი ზომები მიიღო ხუან ხერარდო გუაიდო მარკესთან მიმართებაში: გამოძიების დასრულებამდე ქვეყნიდან ნებართვის გარეშე გასვლის აკრძალვა; მის საკუთრებაში არსებული აქტივების გაყიდვის აკრძალვა და ასევე საბანკო ანგარიშებზე წვდომის დაბლოკვა და მათი გაყინვა“, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენესუელას გენერალურმა პროკურორმა ტარეკ უილიამ სააბმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ გამოძიება დაიწყო ხუან გუაიდოსთან მიმართებაში. მისი თქმით, გამოძიება ეხება ძალადობის შემთხვევებს, რომელსაც ადგილი აქვს ვენესუელაში 22 იანვრიდან დაწყებული.

იხილეთ ვიდეო: ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა