დღეს პატრიარქი მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორეს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს საპატრიარქოში დღეს, 12:00 საათზე მიიღებს.

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. დელეგაციას საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი ხელმძღვანელობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივნმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, შეხვედრის მიზანი უკრაინის ეკლესიის საკითხზე პოზიციების გაცნობაა.

„შეხვედრის მიზანია პოზიციების გაცნობა მოძმე ეკლესიებისათვის. მიტროპოლიტი მხოლოდ ჩვენთან არ ჩამოსულა, ისინი სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში დადიან და ეკლესიების ლიდერებს თავიანთი გადაწყვეტილებების მართებულობას აცნობენ, ისევე, როგორც მოსკოვის ეკლესიების წარმომადგენლები“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. მსოფლიო პატრიარქმა მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო: დღეს პატრიარქი მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს შეხვდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა