ხუან გუაიდო ევროკავშირს მოუწოდებს,  ნიკოლას მადუროს რეჟიმს  სანქციები დაუწესოს

ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ევროკავშირს მოუწოდებს, აშშ-ს მსგავსად, ნიკოლას მადუროს რეჟიმს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ხუან გუაიდომ გერმანულ გამოცემა Bild-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ახალი სანქციები გვჭირდება ევროკავშირის მხრიდან. გერმანიისა და ევროკავშირის მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ ულტიმატუმით ემუქრება მადუროს, არამედ შემდგომში ზომებსაც მიიღებს“, - განაცხადა ხუან გუაიდომ.

დროებითი პრეზიდენტის თქმით, ვენესუელაში, შესაძლოა „კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპოს“.

„აბსოლუტურად ნათელია, რომ რეჟიმი კორუმპირებულია. მადურო დიქტატორია. ბოლო კვირების განმავლობაში საპროტესტო აქციების ფარგლებში 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ციხეებში 300 პოლიტპატიმარი ზის. სიტუაცია შეიარაღებულ ძალებში ისეთია, როგორც მთელ ქვეყანაში - ხალხი შიმშილობს. ჯარისკაცებმა იციან, რომ ასე არ შეიძლება სიტუაცია გაგრძელდეს“, - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო