ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ დ.ღ-ს საქმეზე საპარლამენტო კომისიაზე მიცემული ჩვენებების ვიდეოჩანაწერების წარდგენა მოხდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს არასრულწლოვნის ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე დროებით საპარლამენტო კომისიაზე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება მოხდება.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩვენი მტკიცებულებების დემონსტრირება მოხდება. პროკურატურა ჩვენს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ეთანხმება, დემონსტრირება იმისათვის ხდება, რომ მოსამართლისთვის თვალსაჩინო იყოს, თუ რა ძალა აქვს ამ მტკიცებულებებს.

დღეს ჩვენ დროებითი საპარლამენტო კომისიაზე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების ვიდეოჩანაწერების დემონსტრირებას მოვახდენთ. ეს იქნება, როგორც გამომძიებლების, ასევე ზვიად კუპრავას ჩვენებების დემონსტრირება, სადაც ნათლად ჩანს, თუ რა ხარვეზები, რა გადაცდომები იყო პროკურორების, გამომძიებლების მხრიდან. მართლმსაჯულების ხელისშეშლა არა დ.ღ.-ს ჩვენებამ, არამედ გამომძიებლების, პროკურორების მიკერძოებულად ჩატარებულმა გამოძიებამ, მტკიცებულებების არმოპოვებამ, განადგურებამ გამოიწვია", - განაცხადა სიხუაშვილმა.

დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ არასრულწლოვანი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
"ლიბერთი" მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
“ემბისიმ“  3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.
"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა
KFC ექსკლუზიურად "ვოლტზეა"
"საქკაბელის" პროდუქციის შეძენა ვებ გვერდზე უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს
სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ
კომპანია “გრინჰილი“ უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში 100,000 ლარი ჩარიცხა
უკონკურენტო საბანკო მოდელი "პროკრედიტ ბანკისგან", ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად
კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
31 მარტიდან Wolt-ით შეკვეთის განთავსება 09:00-19:30 საათებში იქნება შესაძლებელი