ნიკოლას მადურო - დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა და თუ რამე მომივა, ის იქნება პასუხისმგებელი!

ვენესუელას დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა კოლუმბიის მთავრობას მისი მოკვლის ბრძანება მისცა.

მისივე თქმით, თუ მას რამე დაემართება, პასუხისმგებლობა აშშ-სა და კოლუმბიას დაეკისრება.

„პირველ რიგში, ჩემი ბედი უფლის ხელშია. მე ქრისტიანი ვარ. უფლის მხრიდან დაცვის მწამს. მე ვენესუელელი ხალხი მიცავს და ჩვენ დაზვერვის კარგი სამსახური გვაქვს“, - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი მოკვლის ბრძანება გასცა.

„მან კოლუმბიის მთავრობას, კოლუმბიის მაფიას ჩემი მოკვლა დაავალა. თუ რამე მომივა, დონალდ ტრამპი და კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე იქნებიან პასუხისმგებელნი“, - აღნიშნა მადურომ.

ნიკოლას მადურომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას დაცვის კარგი სამსახური აქვს, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ „მას უფალი იცავს“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა