აჭარაში ავტომობილების ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმსა და ჩაქვში მომხდარი ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტები გახსნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცველებმა სამი პირი: 1997 წელს დაბადებული ა.თ., 1984 წელს დაბადებული მ.ბ. და 1986 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ბათუმში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მოპარვას ცდილობდა.

რაც შეეხება დ.მ.-ს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 იანვარს მან ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩიდან, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი მოიპარა, ხოლო წერეთლის ქუჩაზე გაჩერებული მსუბუქი ავტომობილი გაქურდა, საიდანაც მანქანის მფლობელის პირადი ნივთები წაიღო. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ა.თ. კი ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაბა ჩაქვიდან მოქალაქის კუთვნილი, „ოპელ ვექტრას“ მარკის მსუბუქი ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მოპარული მანქანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-177 და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ქურდობის მცდელობის და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო