კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში ხმების დათვლა სწორად მოხდა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში ხმების დათვლა სწორად მოხდა.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა არჩევნების პირველ ტურში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გამოკითხულთა ხმების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: 24 % - „სრულად დარწმუნებული ვარ“, 24 % - „ნაწილობრივ დარწმუნებული ვარ“, 15 % - „ნაკლებად ვარ დარწმუნებული“, 11 % - საერთოდ არ ვარ დარწმუნებული, 19 % - „არ ვიცი“, დარჩენილმა ნაწილმა კი პასუხზე უარი არ იცის.

რაც შეეხება მეორე ტურს, 25 % „სრულად დარწმუნებულია“, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა, 28 % „ნაწილობრივ დარწმუნებულია“, 16 % „ნაკლებადაა დარწმუნებული“, 14 % „სრულიად არ არის დარწმუნებული“, დანარჩენებმა კი ან არ იციან, ან პასუხზე უარს აცხადებენ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს