წელს 700 მილიონიანი პროექტი სახელწოდებით „ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“ იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლიდან საქართველოში ADB -ის პროექტი იწყება სახელწოდებით „ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“. როგორც მაია ცქიტიშვილმა კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო“ განაცხადა, ეს არის პროექტი, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას და განხორციელებას გულისხმობს.

„ADB -ის ძალიან კარგი პროექტი იწყება საქართველოში, სახელწოდებით „ცხოვრებისთვის კომფორტული ქალაქები“, რომლის განხორციელებაც 2019 წლიდან დაიწყება. ჩვენ წვდომა გვექნება ამ ფინანსებზე, თუმცა უკვე 2020 წლიდან აქტიური განხორცილებების ფაზა დაიწყება. ეს არის 700 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება, რომელიც მიმართული იქნება სამეგრელოს, მესტიის, თელავის, თუშეთის და თბილისისკენ. ADB-ის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება იქ, სადაც ეს არის საჭირო, ასევე ბიზნეს კომპონენტის დაფინანსება მცირე სესხების სახით. ამასთან, არის სხვადასხვა მწვანე ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა ა.შ. ანუ საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი პროექტია, რომელიც რეგიონული განვითარების ჩვენს ხედვაში სრულიად ჯდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა რეგიონული ინფრასტრუქტურების რეაბილიტაციის ფარგლებში ისაუბრა სვანეთზეც, სადაც კოშკების რეაბილიტაცია იგეგმება.

„მესტიაში, ლაღამის უბანი არის ახალი დასახლება, სადაც არის კოშკები და რომელთაგან ბევრი აღდგენას, რეაბილიტაციას და რესტავრაციას საჭიროებს. მესტიის გარდა, ასევე ვიტყვი უშგულთან დაკავშირებით. უშგულის ოთხი თემის, დასახლების გენერალური გეგმა მზადდება, რომელიც დასრულების ფაზაშია და ასევე უშგულის დასახლების ტერიტორიაზეც გვინდა კოშკების აღდგენა, არსებული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა,რადგან იქაც ამ ეტაპზე მოწესრიგებული არ გვაქვს წყალი, საკანალიზაციო სისტემა, ინტერნეტი და დენი. ანუ ეს არის ის აუცილებელი, რაც ბიზნესსაც და იქ მცხოვრებ ადამიანებსაც სჭირდებათ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა