„საქსტატმა“ ახალი პროდუქტის - ხელფასების კალკულატორის პრეზენტაცია გამართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის - ხელფასების კალკულატორის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს ნებისმიერ რეგიონში, სქესის, ასაკის მიხედვით საშუალო ხელფასი გაიანგარიშოს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, ადამიანმა, რომელიც სისტემაში შევა, უნდა აირჩიოს შესაბამისი რეგიონი, სქესი, წელი, კვალიფიკაცია, საქმიანობის სფერო, რომელშიც მუშაობს და ეს კალკულატორი მისცემს შესაძლებლობას გაიგოს რამდენი იქნება მისი საშუალო ხელფასი.

მისივე თქმით, სისტემაში შეყვანილია საქართველოს ყველა რეგიონის მონაცემები.

“ჩვენ მოვამზადეთ ხელფასების კალკულატორი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს, რეგიონულ, დინამიკურ ჭრილში პროფესიების, საქმიანობის სახეების და სქესის მიხედვით განსაზღვროს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობა", - განაცხადა თოდრაძემ.

ხელფასების კალკულატორი საქსტატის ვებ-გვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა