კახა კალაძე - ყოველგვარი გადასახადების გარეშე, მზად ვართ, ნებისმიერ მსურველს, ვინც ფლობს ელექტრომობილს, სახლთან ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ

ყოველგვარი გადასახადების გარეშე, მზად ვართ, ნებისმიერ მსურველს, ვინც ფლობს ელექტრომობილს, ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ სახლთან და ეს წაახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, 11 თებერვლიდან ამოქმედდება ახალი ვებგვერდი, სადაც პროექტში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს.

„11 თებერვლიდან ამოქმედდება მერიის კიდევ ერთი ახალი ვებგვერდი - chargers.tbilisi.gov.ge და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია დარეგისტრირდეს ამ ვებგვერდზე და მოგვაწოდოს ინფორმაცია თავის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და ყოველგვარი გადასახადების გარეშე მზად ვართ, ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ სახლთან და ეს წაახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას“, - განაცხადა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის