საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, თბილისში ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება

მიმდინარე წელს თბილისში არსებული საფეხმავლო ხიდებიდან ნაწილის დემონტაჟი და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ სხდომაზე განაცხადა, დღესდღეობით, ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია.

„როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, ქვეითებისთვის განსაზღვრულ ადგილებს, მათ მოწესრიგებას, ასევე, „ზებრა გადასასვლელებს“ დიდი ყურადღება ეთმობა. სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი მოგვიწევს, რომელიც საკმაოდ მოუხერხებელია, შშმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩემი თხოვნაა, რომ მსგავსი ხიდების დემონტაჟი ყველა იმ ლოკაციაზე განვახორციელოთ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს დაავალა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყონ.

„ყველგან, სადაც სამუშაოებს ვახორციელებთ, მაქსიმალური ყურადღება ეთმობა ქვეითთა უსაფრთხოებას და კომფორტს. ამიტომ, მინდა, დავავალო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს, ერთობლივად დაიწყოს ამ ხიდების დემონტაჟი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო