გამოკითხული მოსახლეობის 62%-მა პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არ იცის

საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 62%-მა არ იცის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის, - ამის შესახებ "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატი გამოკითხული მოსახლეობის 9 პროცენტმა არასწორად დაასახელა, სწორი პასუხი იცოდა 28 პროცენტმა, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არ იცის 62%-მა.

მაჩვენებელი თბილისშიც განსხვავებულია. დედაქალაქში გამოკითხული მოსახლეობის 77 პროცენტმა არ იცის თავისი მაჟორიტარის ვინაობა, იცის 13 პროცენტმა, ხოლო არასწორად დაასახელა 9 პროცენტმა.

რაც შეეხება დიდ ქალაქებს, 72%-მა არ იცის მისი მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის, 16%-მა იცის, 10%-მა კი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არასწორად დაასახელა.

პატარა ქალაქებში გამოკითხული მოსახლეობის 38 პროცენტმა არ იცის მისი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა, 2%-მა არასწორად დაასახელა, ხოლო 58%-მა მაჟორიტარის ვინაობა იცის.

გაუმჯობესებული მაჩვენებელია სოფლებში, კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 59%-მა იცის მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა, 34%-მა არ იცის, ხოლო 6 არასწორად ასახელებს.

უცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობის 47%-მა არ იცის მაჟორიტარის ვინაობა, 30%-მა იცის, ხოლო 21 პროცენტი არასწორად ასახელებს.

მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა ქალებმა უკეთ იციან (70 პროცენტი), ვიდრე კაცებმა (53 პროცენტი)

18-34 წლის გამოკითხული ამომრჩევლის 70% მაჟორიტარს ვერ ცნობს, 23% - ცნობს. 35-54 წლის ამომრჩევლის 57% ვერ ცნობს მაჟორიტარს, 31% - ცნობს.

ყველაზე კარგად მაჟორიტარს 55 წელს ზემოთ ამომრჩეველი ცნობს - 60%, ხოლო ვერ ცნობს 30%, 9% კი არასწორად ასახელებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა