გერმანიაში ერაყის სამი მოქალაქე ტერაქტის მომზადების ბრალდებით დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა ერაყის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი.

ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სამი ერაყელი დევნილი შლეზვიგ-გოლშტეინის ფედერალური მიწის ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულებმა ინტერნეტში ასაფეთქებელი მოწყობილობის მომზადების ინსტრუქციები გამოაქვეყნეს და ამისთვის საჭირო მასალების შეძენაც დაიწყეს.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ალტერნატიულ ვარიანტად ასევე განიხილავდნენ ტერაქტის განხორციელებას.

აღნიშნული პირები გერმანიაში 2015 წელს ჩავიდნენ. ძალოვან სტრუქტურებში მიიჩნევენ, რომ ისინი მომზადების ადრეულ ეტაპზე იმყოფებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო