თბილისის მერიამ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge შექმნა

დედაქალაქის მერიამ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge აამოქმედა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახლად შექმნილ ვებგვერდზე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია თბილისში დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

„დღეს მინდა შემოგთავაზოთ ახალი ვებგვერდი build.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ნახოს ყველა ის პროექტი და სამუშაო, რომელსაც დედაქალაქის მერია, გამგეობები ახორციელებენ. მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნულ ვებგვერდზე მიუთითონ თავიანთი რაიონი, უბანი, ქუჩა და დეტალურად მიიღონ ინფორმაცია, თუ რა სამუშაოები სრულდება იქ. აქ განთავსებული იქნება ფოტომასალა სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, ასევე, ინფორმაცია კონტრაქტორთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ვებგვერდი გაზრდის მოსახლეობის ჩართულობას და შექმნის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებმა მონიტორინგი გაუწიონ თავიანთი საცხოვრებელი არეალის განვითარებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა