კახა კალაძე - ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, ხუთ თვეში დასრულდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვახუშტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც დაახლოებით, ხუთ თვეში დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განმარტებით, ხიდის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება დედაქალაქის მასშტაბით, 2015 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიიღეს.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში მედიის წარმომადგენლებს ხიდზე არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

„ჩვენ ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. თბილისის მასშტაბით, ყველა ხიდს კვლევები 2015 წელს ჩაუტარდა, რომლის მიხედვით, გარკვეული ხიდების რეაბილიტაციის საჭიროება განისაზღვრა. აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს და ჩვენც, შესაბამისად, ვახუშტის ხიდით დავიწყეთ. რამდენიმე დღეში შეგვეძლება, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე მივიდეთ და გაჩვენოთ, თუ რა მდგომარეობაშია რეალურად ხიდი. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 400 ათას ლარამდეა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, განახლდება ხიდის ბურჯები, განათებები, მოაჯირები და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული“, - განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს