მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული დ.ღ.-ს საქმის პროკურორი დაცვის მხარის მიერ დროის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს სისხლის სამართლის საქმის პროკურორი ბესიკ ქვარცხავა, აცხადებს, რომ ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადასტურდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსში არსებული გარკვეული კომპონენტები.

„დღევანდელ სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ერთ-ერთი პირის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება. სამწუხაროდ, დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე სხვა მტკიცებულება არ წარმოადგინა და ვერ იქნა გამოკვლეული, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მხრიდან აღნიშნულისთვის გაცილებით მეტი დრო იყო დათმობილი. თუმცა, დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არ სურდა მეტი მტკიცებულებები გამოკვლეულიყო, ობიექტური მიზეზი მათი მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა", - განაცხადა ქვარცხავამ.

ის დაცვის მხარის მიერ დროის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობს.

„დაცვის მხარე ცდილობს მინიმალური რაოდენობის მტკიცებულებები წარმოადგინოს, მათი მხრიდან პროცესის გაჭიანურების ნიშნებს ვხედავთ.

ის პირი, რომელის ახსნა-განმარტებაც დღეს ვიდეოჩანაწერის მეშვეობით მოვისმინეთ, სასამართლო პროცესზე ამავე საქმეზე იყო გამოცხადებული და მას ბრალდების, დაცვის მხრიდან შესაბამის ეტაპზე დაესვა კონკრეტული შეკითხვები. მან სასამართლოს ამომწურავად მისცა ის ინფორმაცია, რომელიც სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში შესაძლოა, იყოს რელევანტური. მიგვაჩნია, რომ ამ მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადასტურდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსში არსებული გარკვეული კომპონენტები. დღევანდელ სხდომაზე მოსმენილი ინფორმაციით რამე ახალი არ გაჟღერებულა, რაც ამ მოწმეს ჩვენების მიცემისას სასამართლოში არ განუცხადებია", - განაცხადა ქვარცხავამ.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა