„შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ 7 სხვადასხვა მიმართულებით, თითოეულ სტიპენდიანტებზე ყოველთვიურად 1000 ლარის გაცემას გეგმავს

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ 7 სხვადასხვა მიმართულებით, თითოეულ სტიპენდიანტზე ყოველთვიურად, 1000 ლარის გაცემას გეგმავს. ამის შესახებ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ჟურნალისტებს განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სამინისტროში გამართული პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, თითოეულ სტიპენდიანტზე წელიწადში12 000 ლარი იქნება გათვალისწინებული.

„ჩვენ გვაქვს 7 ძირითადი სამეცნიერო მიმართულება. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შვიდივეში გამოვაცხადოთ კონკურსი და შესაბამისად, შევარჩიოთ სახელობითი სტიპენდიანტები, რომლებიც ამ სტიპენდიას წლის განმავლობაში მიიღებენ. გარდა სტიპენდიებისა, გვინდა დავაწესოთ სამეცნიერი ჯილდოები, მაგრამ ეს ალბათ, ორ წელიწადში ერთხელ იქნება. გაზომვა მოხდება წარმატების კორფიციენტით და არა კონკრეტული ადამიანების სამეცნიერო ბიოგრაფიებით, რომლითაც აქამდე ვზომავდით, არამედ, კონკრეტული სამეცნიერი მიღწევებით”, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო