მაია ცქიტიშვილი NDI-ის კვლევაზე - არა მარტო კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კორუფციის პრევენცია აყვანილია ძალიან მაღალ ხარისხში

ამ კონკრეტულ რიცხვთან დაკავშირებით შეფასებას ვერ გავაკეთებ - ამ მიმართულებით შეშფოთების ან ნერვიულობის საფუძველი არ გაგვაჩნია, - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ NDI-ს მიერ გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფცია და ნეპოტიზმი არსებობს.

„ძალიან დიდ სინანულს გამოვთქვამ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, NDI-ს კვლევებს არ აქვს ისეთი ნდობა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ NDI-ს, როგორც დემოკრატიული განვითარების ინსტიტუციურად ძალიან ძლიერ პარტნიორს. ვისურვებდი, რომ მათ კვლევებს სანდოობის უფრო მეტი ხარისხი ჰქონოდა. შესაბამისად, ამ კონკრეტულ რიცხვთან დაკავშირებით შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ უშუალოდ საერთო კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტებს ვერ გამორიცხავ ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო სტრუქტურებში. არა მარტო კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კორუფციის პრევენცია აყვანილია ძალიან მაღალ ხარისხში. აქედან გამომდინარე, საქართველოში კორუფციის დონის შეფასება ძალიან ბევრი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და საერთაშორისო რეიტინგის მიერ არის დაფიქსირებული. ამ მიმართულებით შეშფოთების ან ნერვიულობის საფუძველი არ გაგვაჩნია”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოში კორუფცია გავრცელებულია. კითხვაზე, თქვენი აზრით ზოგადად რამდენად გავრცელებულია საქართველოში კორუფცია, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ ძალიან გავრცელებულია, 21% ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის გავრცელებული, ხოლო 34%-ის აზრით, ქვეყანაში კორუფცია მეტ-ნაკლებადაა გავრცელებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო