ადვოკატი - ზვიად კუპრავამ დაადასტურა, რომ დ.ღ. და მისი მეგობარი უკანონოდ ჩაწერა - ამ ჩანაწერის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა, მართლმსაჯულების გადატრიალებაა

ზვიად კუპრავამ ჩვენების დროს, ასევე საპარლამენტო კომისიაშიც დაადასტურა, რომ დ.ღ. და მისი მეგობარი უკანონოდ ჩაწერა და შემდეგ გაავრცელა. ამ ჩანაწერის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა, მართლმსაჯულების გადატრიალებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდების მხარე ცრუობს, როცა აცხადებს, რომ დაცვის მხარე დროს ხელოვნურად აჭიანურებს.

"პროკურატურა და ბრალდების მხარე კვლავ ცრუობს და საზოგადოებაში კვლავ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. რა ვადაც გვქონდა დღეს გამოყოფილი, წარმოვადგინეთ მტკიცებულების დემონსტრირება, ამ შემთხვევაში, ზვიად კუპრავას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მიცემული ჩვენება.

ამ ადამიანმა განახორციელა დ.ღ.-ს და მისი მეგობრის უკანონო ჩაწერა, შემდეგ არასრულწლოვნების უკანონო ჩანაწერი მასმედიით გაავრცელა. ეს ინფორმაცია პროკურატურას ჰქონდა, მაგრამ ეს უკანონო ჩანაწერი არ აიღეს. ერთი წლის მერე ამბობენ, ამ ჩანაწერში იყო ისეთი მნიშვნელოვანი, რამაც მართლმსაჯულებას ხელი შეუშალა.

ზვიად კუპრავამ დაადასტურა ჩვენების დროს და საპარლამენტო კომისიაშიც, რომ ეს ბავშვები უკანონოდ, მათი შეთანხმების გარეშე ჩაწერა და შემდეგ გაავრცელა. რეალურად, რომელი ტექნიკური საშუალებით მოხდა ჩაწერა, გამოძიებამ არ იცის, ექსპერტიზა ჩატარებული არ არის და რატომ უნდა მივიჩნიოთ ეს მტკიცებულებად? ეს არის მართლმსაჯულებაში გადატრიალება, რომ აღნიშნულ ჩანაწერს პროკურატურა დამაჯერებელს ხდის და სასამართლო ამას იღებს.

ზვიად კუპრავა საუბრობს, რომ ზაზა სარალიძემ ჩაწერა, ზაზა აცხადებს, რომ ერთად ჩაწერეს.

დ.ღ.-ს და მისი მეგობრის უკანონო ჩაწერა და გავრცელება მოხდა. აღნიშნული, როგორც ზვიად კუპრავამ, სარალიძემ და დ.ღ.-მ პროკურორებს, გამომძიებლებს უთხრეს.

ამ ჩანაწერის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა, მართლმსაჯულების გადატრიალებაა", - აცხადებს სიხუაშვილი.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. ივლისის თვეში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო. გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს