ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა მოხსენება გააკეთა

ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად გადაქცევის მიზნის მიღწევაში აგრარული დარგის კონტრიბუციის პოტენციალზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა განხორციელებული პროექტების შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების, ინსტიტუციური განვითარებისა და დამატებული ღირებულების შემქმნელი სრული ციკლის წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო კვლავ აქტიურად ახორციელებს არაერთ პროექტს.

„სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, დღეისათვის, შექმნილია 186 ახალი და გადაიარაღებულია 900 საწარმო. 6,347 ჰა-ზე გაშენებულია 993 ინტენსიური, სხვადასხვა კულტურის ბაღი, მიმდინარეობს ქართული ქართული ჩაის რეაბილიტაციის 44 პროექტი. 116 ახალგაზრდა ბენეფიციარი ჩართულია პროექტში, რომელსაც სახელმწიფო დარგის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით ახორციელებს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა, „ტექნოპარკში“, ბრიტანული ჟურნალის „THE ECONOMIST“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“ ეგიდით იმართება.

კონფერენციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს