გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰერცელს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰერცელს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციის ხაზის გადმოწევაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლასა და არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ასევე, გრიგოლ ვაშაძემ ელჩს ხელისუფლების მხრიდან წარმოებულ პოლიტიკურ დევნასა და დავით კირკიტაძის მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების ფაქტზე მიაწოდა ინფორმაცია“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა