მაია ცქიტიშვილი - საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა არის სფერო, სადაც ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობა არის საჭირო

საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა არის სფერო, სადაც ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობა არის საჭირო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და ტურისტულ ცენტრებში ეს არის წმინდა ბიზნესსაქმიანობა.

“რაც შეეხება საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას, როდესაც ჩვენ პარკინგებზე, ვიზიტორთა ცენტრებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც ჩვენ მრავლად ვაწყობთ, იქ ყოველთვის არის ასეთი საპირფარეშოები. თუ პარკინგი არის გათვლილი თუნდაც რამდენიმე მანქანაზე, იქ არის საპირფარეშო და მცირე მაღაზია. რაც შეეხება საპირფარეშოების ქსელს მთელს ქვეყანაში, სამინისტრო ასეთ პროექტს არ ახორციელებს. ალბათ, ეს არის სფერო, სადაც ბიზნესის უფრო აქტიური ჩართულობა არის საჭირო. მსოფლიოს ტურისტული ცენტრების მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ, რომ ეს არის წმინდა ბიზნესსაქმიანობა”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს