რომან გოცირიძე - როდესაც მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, ეს საგანგაშოა

როდესაც მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, ეს არის საგანგაშო - ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის ერთმმართველობა, ერთი პარტიის მმართველობა კი არა, ერთი კაცის მმართველობა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ ზუსტად ამდენივე ადამიანი - გამოკითხულთა ნახევარი ამბობს, რომ მთავრობა მუშაობს ცუდად.

„არადემოკრატიული მმართველობა არაეფექტიანიცაა - ესაა დასკვნა. მთავრობას რომ ერთი კაცი მართავს, ესეც არაა საიდუმლო. საზოგადოებამ აღიარა არაფორმალური მმართველობა და მისი უვარგისობა. სიღარიბე, სასამართლო სისტემის ჩამოშლა, კორუფციის ზრდა და ა.შ. სწორედ ქვეყანაში არსებული არაკონსტიტუციური მმართველობის შედეგია“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2019
ზაზა ფირალიშვილი - არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში ვითარება რთულია ხელისუფლებისათვის და არანაკლებად რთულია ოპოზიციისათვის