ალეკო ელისაშვილი - „ყაზტრანსაგაზ - თბილისის“ გენდირექტორი მამუკა კობახიძე სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან, სავარაუდოდ, საიდუმლოდ მოხსნეს

„ყაზტრანსაგაზ - თბილისის“ გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან, სავარაუდოდ, საიდუმლოდ მოხსნეს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის ინფორმაციით, მამუკა კობახიძის გათავისუფლება მერიის სატრანსპორტო კომპანიიდან არც მერიის და არც სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე არ დასტურდება, თუმცა მის ადგილზე უკვე დაინიშნა გიორგი შარკოვი.

„მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც აგერ უკვე ორი დღეა ასაიდუმლოებენ. არც მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, არც მერიის სატრანსპორტო კომპანიიაში ამ ამბავს ვერ ამოიკითხავთ. ვიცით, რომ მამუკა კობახიძე მოხსნეს მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორობის პოსტიდან და იქ დანიშნეს კახა კალაძის ერთგული კადრი, ვინმე გიორგი შარკოვი. როგორც ჩანს, კალაძე ხვდება, რომ ეს კაცი ჩამოსაცილებელი იყო ამ თანამდებობიდან“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, კალაძე ვერ მიხვდა მთავარ პრობლემას, რომ მამუკა კობახიძე პირველ რიგში „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ გენერალური დირექტორობის თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.

„მამუკა კობახიძე „ყაზტრანსგაზ - თბილისიდან“ იყო პირველ რიგში მოსახსნელი, ვინაიდან მისი უუნარობის და ცუდი მენეჯმენტის გამო ხალხი დაიღუპა და ამიტომ არის ის გასათავისუფლებელი. კახა კალაძეს უნდა ეყოს გამბედაობა და მიიღოს ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ეს ბოროტმოქმედი და მავნებელი ადამიანი თანამდებობიდან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სამოქალაქო მოძრაობის მიერ გუშინ გამართულ აქციაზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ გენერალური დირექტორი პარალელურად ორ თანამდებობაზე მუშაობდა, მათგან ერთ-ერთი კი მერიის სატრანსპორტო სამსახური იყო.

იხილეთ ვიდეო: ალეკო ელისაშვილი - ყაზტრანგაზის გენ.დირექტორი მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენ. დირექტორის თანამდებობიდან სავარაუდოდ საიდუმლოდ მოხსნეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა