ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, შსს-ში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრები დაიკითხებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ოჯახის წევრები, მისი მეუღლე და რძალი დაიკითხებიან. საქმე ეხება შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 28 იანვარს დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც დაიკითხა, რომლის ინფორმაციითაც, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი მისმა ოჯახის წევრებმა სოციალური ქსელით მიიღეს. გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო