მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი - იმის გამო არ ჩამოვსულვართ, რომ საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობის რაიმე პრობლემა არსებობს

საუბარი იყო ყველა იმ თემაზე, რაც დღეს დგას მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე - იმის გამო არ ჩამოვსულვართ, რომ საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობის რაიმე პრობლემა არსებობს, - ამის შესახებ საფრანგეთის მიტროპოლიტმა, მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა მეუფე ემანუელმა საპატრიაქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საუბარი იყო ყველა იმ თემაზე, რაც დღეს დგას საერთოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე. ჩვენი, ყველას მთავარი მიზანი, რაშიც ყველა მართლმადიდებლური ეკლესია ვთანხმებით, არის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ერთობის შენარჩუნება. ამ საკითხებზე იყო მსჯელობა. ჩვენ არ ჩამოვსულვართ იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობის რაიმე პრობლემა არსებობს. ჩვენ გვაქვს საერთო აზრი, საერთო შეხედულებები და ეს იყო ჩვეულებრივი, ძმური, კეთილი შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის", - განაცხადა მეუფე ემანუელმა.

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. დელეგაციას საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პატრიარქმა მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა