ზაქარია ქუცნაშვილი - პირადი ცხოვრების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებაზე დაინტერესებულ პირთა წრე შეიძლება საკმაოდ ფართო იყოს

პირადი ცხოვრების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებაზე დაინტერესებულ პირთა წრე შეიძლება საკმაოდ ფართო იყოს - ამ კუთხით საზოგადოება გაჯანსაღებას მოითხოვს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

“საერთოდ არავის პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს. ზოგი ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა, ზოგი ამბობს - არა. პირადად მე არაფერი მინახავს და არც მაინტერესებს. მიდგომა მარტივია - პირადი ცხოვრება დაცული სიკეთეა. ზოგადად, პირადი ცხოვრების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებაზე დაინტერესებულ პირთა წრე შეიძლება საკმაოდ ფართო იყოს. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ასეთი თემებით უამრავი ადამიანია დაინტერესებული და ამ კუთხით საზოგადოება გაჯანსაღებას მოითხოვს. გადახედე გარშემო სოციუმს, გადახედე პოლიტიკურ სპექტრს, ყვითელ პრესას და მიხვდები, რამდენად ფართოა ეს წრე. აღარაფერს ვამბობ პირად მტრებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. საქმეს სამართალდამცავები სწავლობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო