ეკა ბესელია - თუ ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა დარჩენილი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ეს ილუზია მოსამართლედ წოდებულმა გვრიტიშვილმა გაანადგურა

თუკი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა დარჩენილი სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე, ეს ილუზია და განცდა გაანადგურა გუშინ, ეთერში მოსამართლედ წოდებულმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვენელი ეკა ბესელია აცხადებს.

დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლო სისტემის პრობლემების ამაზე უარეს ლუსტრირებას ვერავინ მოახდენდა.

„ყველა შრომა რაც ჩაიდო ეს წლები - თავად გაანადგურა. კომენტარიც კი ზედმეტია იმაზე რაც იკადრა! ეს არის სახე დღეს მართლმსაჯულების! უფრო იოლად გასაგებია, რა უნდა შევცვალოთ! ახლა თურმე კრიტერიუმებს თავად წერს - საკუთარ კანდიდატურას რა მოარგოს. ჯალათის როლიდან კანონმდებლის როლში მოისურვეს ყოფნა. კარგად გვაჩვენეს - რა უნდა შევცვალოთ და რატომ!“ - წერს ეკა ბესელია “ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან მოსამართლეებთან მიმართებაში თავდასხმებს აქვს ადგილი და აღნიშნა, რომ ის იცავს „სისტემის ინტერესებს“. ამასთან, დიმიტრი გვრიტიშვილმა ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებული მწვავე განცხადებების გამო გააკრიტიკა.

იხილეთ ვიდეო:

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა