Euractiv - ნატო-ს ქვეყნების ელჩებმა მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი დაამტკიცეს

ნატო-ს ქვეყნების ელჩებმა მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Euractiv წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ალიანსში ნატო-ს წევრი ქვეყნების 29 წარმომადგენელი თავიანთი ქვეყნების ნებართვას ელოდებიან პროტოკოლის ხელმოსაწერად.

პროცედურის თანახმად, აღნიშნული პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ ის ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტებს დაეგზავნება რატიფიცირების მიზნით.

ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა მაკედონიასთან მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმად, მას ამიერიდან რესპუბლიკა ჩრდილოეთ მაკედონია ეწოდება. აღნიშნულის სანაცვლოდ საბერძნეთი არ დაბლოკავს მაკედონიის ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას. ნატო-ში მიიჩნევენ, რომ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანება 2020 წლის გაზაფხულს იქნება შესაძლებელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა