გიგი უგულავა - NDI-ს კვლევის მთავარი მიგნება და უბედურება არის ის, რომ არნახულად მაღალი და გამჯდარია კორუფციის ინდექსი

NDI-ს კვლევის მთავარი მიგნება და უბედურება არის ის, რომ არნახულად მაღალი და გამჯდარია კორუფციის ინდექსი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შეფასებისას განუცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, საქართველო ჩამოყალიბდა ოლიგარქიულ ქვეყანად.

„როგორც ცნობილია ეს კვლევა ჩატარებულია უშუალოდ არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი არის ის, რაც პარტიებმა მიიღეს არჩევნებზე. ამ კონკრეტულ არჩევნებზე საზომად ალბათ უფრო გამოდგება პორველი ტურის შედეგები, სადაც "ევროპული საქართველო" დაფიქსირდა როგორც მესამე პოზიციაზე მყოფი პარტია და ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო იმისთვის, რომ ეს დისპოზიცია შეიცვალოს და ჩვენი ამომრჩეველი დავარწმუნოთ.

ამიტომ, ამ კვლევის მთავარი მიგნება და უბედურება არის ის, რომ არნახულად მაღალი და გამჯდარია კორუფციის ინდექსი. უწყებების, თვითმმართველობების მიხედვით უკვე კატასტროფამდეა მისული. თუ დავაკვირდებით დინამიკას კორუფციის აღქმის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 2003 წლიდან მოყოლებული. ასევე ძალიან საგანგაშოა დემოკრატიის სრული ეროზია. მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს არის პირდაპირი შედეგი არაფორმალური მმართველობის, სადაც ყველაზე გავლენიან ადამიანს არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აქვს არც პარლამენტის მიმართ და არც საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ჩამოვყალიბდით და სამწუხაროდ, ჩვენმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ საქართველო ჩამოყალიბდა ოლიგარქიულ ქვეყანად და ეს NDI -ს კვლევაში ძალიან კარგად ჩანს, როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიის ეროზიაზე",- განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა