სოფიო ქაცარავა - ჯონ ბოლტონის სახით საქართველოს კარგი მეგობარი და მტკიცე პარტნიორი ჰყავს

ჯონ ბოლტონის სახით საქართველოს კარგი მეგობარი და მტკიცე პარტნიორი ჰყავს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აცხადებს.

რაც შეეხება ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის აღიარების საკითხს, დეპუტატის შეფასებით, ეს ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო. ქაცარავა აღნიშნავს, რომ ვენესუელის საკითხი მხოლოდ ერთია იმ მრავალრიცხოვან გლობალური მნიშვნელობის გადაწყვეტილებებსა და საკითხებს შორის, რომლებზეც აშშ-ს და საქართველოს სრული თანხვედრა აქვთ

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციაში ასეთი მაღალი პოზიციისა და გავლენის მქონე პოლიტიკოსი, როგორიც ჯონ ბოლტონია, კარგად აცნობიერებს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების განვითარებას. მისი სახით საქართველოს ჰყავს კარგი მეგობარი და მტკიცე პარტნიორი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უსაფრთხოების მიმართულებით მართლაც უპრეცედენტო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რაც კიდევ უფრო უნდა გამყარდეს“, - აცხადებს სოფიო ქაცარავა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების გამო მადლობას უხდის. როგორც ჯონ ბოლტონი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს, პრემიერ ბახტაძეს ტელეფონით ესაუბრა.

“გუშინ ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ [მამუკა] ბახტაძეს, რათა მადლიერება გამომეხატა საქართველოს მიერ ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარების შესახებ. განვიხილეთ სხვა მნიშვნელოვანი ორმხრივი საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება", - წერს ჯონ ბოლტონი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს