მეუფე შიო უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე - ეს საჭიროებს განხილვას და მუშაობას, ვადებზე ახლა ვერაფერს გეტყვით

„სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი განწყობები: ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია როგორღაც ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა, სინამდვილეში, თქვენ მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ჩვენს ამ პოზიციას", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, მიტროპოლიტმა შიომ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა, აქვს თუ არა რუსეთის ეკლესიას გავლენა სხვა ეკლესიებზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენს ეკლესიაზე ნამდვილად არა, რადგან ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებაზე", - განაცხადა მეუფე შიომ.

მას ასევე კითხვით მიმართეს, თუ როდის დააფიქსირებს საქართველოს საპატრიარქო თავის პოზიციას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.

„ჩვენ წლის ბოლოს გვქონდა სინოდის სხდომა. იქ დადგინდა, რომ ეს განხილვა გადაიდება შემდეგი სინოდისთვის, რადგან არის ბევრი დეტალი. მრავალი შეკითხვაა სინოდში. ასე, რომ ეს საჭიროებს განხილვას და მუშაობას. ვადებზე ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით", - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

მეუფეს ასევე კითხვით მიმართეს, თუ როგორ შეაფასებს იერუსალიმის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ერთ-ერთმა ფაქტიურად დაუჭირა მხარი.

„ეს ბუნებრივი პროცესია. ისტორიაში ყოველთვის ესე იყო. ვიღაცა მხარს უჭერს, ვიღაცა თავს იკავებს, ვიღაცა წინააღმდეგია. რაც მთავარია, მიტროპოლიტმა ბრძანა, რომ მსოფლიო საპატრიარქო ენდობა მისი უწმინდესობის სიბრძნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ შემდგომში", - განაცხადა მეუფემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა