ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს

ნინოშვილის ქუჩაზე, ყოფილი 35-ე სკოლის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. ამ მოთხოვნით მოქალაქეების ნაწილმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი მურღულიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ყოფილი 35-ე სკოლის ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია და მშენებლობის ნაცვლად პარკის გაშენება უნდა მოხდეს.

"ვითხოვთ, რომ მერიამ ოფიციალურად უარი უთხრას " მ2"-ს იმ განაცხადზე, რომლითაც კომპანია ითხოვს 40 ათას კვადრატული მეტრის მშენებლობას. ქონების მართვის სამსახურმა წინასწარ მისცა თანხმობა, რომ „მ2“ -მა შეათანხმოს განაშენიანების რეგულირების გეგმა. ვითხოვთ, რომ მერიამ ნებართვაზე უარი უთხრას და დაიწყოს მუშაობა რათა აქ მოეწყოს სკვერი", - განაცხადა აქციის მონაწილემ ირაკლი მურღულიამ.

აქციის მონაწილეებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ნინოშვილის ქუჩაზე მშენებლობა არ მიმდინარეობს და მოქალაქეთა პროტესტი მისთვის გაუგებარია.

"აღნიშნულ საკითხზე ჩვენ დაახლოებით ორი თვის წინ გვქონდა განცხადებები გაკეთებული. „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების საკითხის დარეგულირების თემა იკვეთებოდა. მერიამ განცხადება გააკეთა, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არ დაზიანდება არც ადგილობრივი მცხოვრებლების და არც „ცენტრ პოინტის“ საკითხების გადაჭრა. მე აქციის გამართვის მიზეზს ვერ ვხედავ. როდესაც აქციას მართავენ ან იმ მომენტში უნდა ვიღებდეთ მშენებლობაზე გადაწყვეტილებას, ან მეორე მიზეზია რომ შეხვედრას ითხოვენ.

ჩვენ ამ შემთხვევაში არც ნებართვა გვაქვს გაცემული და არც შეხვედრის პრობლემა გვაქვს მოქალაქეებთან", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო