ლევან დავითაშვილი - ხარისხის ნიშნის პრეზენტაცია თებერვალში გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკური კონფერენციის „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ფარგლებში გამოსვლისას, ქვეყნისთვის საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და თებერვალში სამინისტროს მიერ ხარისხის ნიშნის პრეზენტაცია დააანონსა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის განცხადებით, ხარისხის ნიშნის დანერგვა ხელს შეუწყობს ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე ფარგლებს გარეთ.

კონფერენციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა