გიგი უგულავა - შერეული საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო უმრავლესობის წყევლაა, რაც იწვევს ფარცხალაძეების თარეშს და განუკითხაობას

შერეული საარჩევნო სისტემა არის საკონსტიტუციო უმრავლესობის წყევლა, რაც იწვევს ფარცხალაძეების თარეშს, განუკითხაობას, რაც იწვევს იმას, რომ შეიძლება ვირი ზებრად მონათლოს პარლამენტმა, -ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა შეიცვალოს, რისთვისაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

"საქართველოს პარლამენტი 1995 წლიდან ირჩევა შერეული სისტემით. შერეული სისტემა არის პროპორციული და პარალელურად მაჟორიტარული. ეს არის ყველაზე ცუდი, ყველაზე არადემოკრატიული, ყველაზე არაპრეზენტაბელური მოდელი, რომელიც იწვევს ყველა იმ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ უბედურებას, რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში 1995 წლიდან მოყოლებული. იმიტომ, რომ ეს არის სისტემა, რომელიც გამარჯვებულ პარტიას აძლევს საშუალებას მოიპაროს იმდენი ხმა, რომ გააკონტროლოს გაცილებით იმაზე მეტი, ვიდრე მას რეალური მხარდაჭერა აქვს. ეს არის საკონსტიტუციო უმრავლესობის წყევლა, რომელიც ახლაც გვაქვს და ადრეც გვქონდა, რაც იწვევს ფარცხალაძეების თარეშს, რაც იწვევს განუკითხაობას, რაც იწვევს იმას, რომ შეიძლება ვირი ზებრად მონათლოს პარლამენტმა, რაც იწვევს იმას, რაც ჩვენ ვნახეთ, ტუალეტის ფურცელზე დაწერილი მოსამართლეების გვარები, რომელიც წინასაახალწლოდ „ხალადეცივით“ უნდა მოერთმია საზოგადოებისთვის კობახიძეს. ეს არის ყველაფერი ის, რისი შეცვლაც გვინდა ჩვენ. ჩვენ ვამბობთ და ამას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომ პარლამენტი, ანუ რეალური ძალაუფლების წყარო უნდა აირჩეს პროპორციულად და პარტიებს უნდა ჰქონდეთ იმდენი ხმა პარლამენტში, რამდენი ადამიანიც უჭერს მათ მხარს პროპორციულად.

ჩვენ შევაგროვებთ მილიონზე მეტ ხელმოწერას და დავანახებთ ხელისუფლებას, რომელიც ატყუებს საკუთარ მოსახლეობას, შეუძლებელია მოსახლეობა დაარწმუნო იმაში, რომ თუ რამე არის კარგი 2024 წელს, ის შეუძლებელია კარგი არ იყოს 2020 წელს. ჩვენ დავდებთ მილიონზე მეტ ხელმოწერას და ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციულად", -განაცხადა უგულავამ.

ამ წუთებში "თბილისი მარიოტში" პოლიტიკური პარტიების ერთობლივი ღონისძიება იმართება, სადაც პარტიების წარმომადგენლებმა არჩევნების პროპორციული გზით ჩატარების შესახებ უნდა იმსჯელონ, რის შემდეგაც ისინი ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა