„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს

31 იანვარს, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, წლიური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან’ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში სამართლებრივ ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის მიზანია, შეაფასოს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების რეაგირების ხარისხი ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მართლმსაჯულების ეფექტიანობა და განხორციელებული საკანონმდებლო თუ სისტემური ცვლილებები, რომლებიც მიმართული უნდა იყოს ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისკენ.

ანგარიშში წარმოდგენილი და გაანალიზებულია: ცვლილებები და ხარვეზები კანონმდებლობაში, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები, სასამართლო ხელისუფლებაში არსებული პრობლემები, სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის წარმოშობილი დავები, სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები, მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ლგბტ პირთა უფლებები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები, ქალთა უფლებები, მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, შრომითი უფლებები და უსაფრთხოება, უცხოელთა უფლებები, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები, აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა