გიორგი ტყემალაძემ პოლონეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან მარიუშ მაშკიევიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა თბილისსა და ვარშავას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ პოლონეთის ელჩს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქართველ და პოლონელ ხალხს განსაკუთრებული მეგობრობა და სიახლოვე აკავშირებთ.

თავის მხრივ მარიუშ მაშკიევიჩმა გიორგი ტყემალაძეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თბილისი პოლონელი ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია, სადაც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, რომ პოლონელ საზოგადო მოღვაწეებს პატივს სცემენ.

დღესვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და პოლონეთის ელჩმა სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო