ხათუნა თოთლაძე ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძისა და ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სერ ალან დანკანის შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ძირითადი ყურადღება დაეთმო 28-29 იანვარს, ლონდონში მიმდინარე კონსულტაციებს საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი ხელშეკრულების თაობაზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობებისათვის, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის გათვალისწინებით.

მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც პასუხობს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და გამოწვევებს, მათ შორის კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის დაცვის თვალსაზრისით.

შეხვედრისას ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალ საფრთხეებს და ამ კონტექსტში აღინიშნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე. შეხვედრაზე აგრეთვე აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.

შეხვედრაზე ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სერ ალან დანკანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სოლსბერის თავდასხმის საკითხზე გაწეული სოლიდარობისა და საქართველოში ბრიტანელი მოქალაქის ჯეკ შეპარდის დაკავების მიზნით ბრიტანულ სამართალდამცავ სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან - დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მთავარი მომლაპარაკებელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, სარა კროფტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა