ოპოზიციური პარტიები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

ოპოზიციური პარტიები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. საუბარია 25 პარტიაზე, რომელთა შორის არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“ და ა.შ. ამ წუთებში პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ.

„25 პარტია შეიკრიბა ერთი იდეით, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა გავხადოთ რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული, რის გარეშეც არც დემოკრატიის, არც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბედი კარგს არაფერს გვიქადის. როდესაც საქართველოს მოქალაქეს ვესაუბრებით, მას პირდაპირ უნდა ვუმეოროთ ამ კამპანიის განმავლობაში, რომ მისი ჯანდაცვის, შვილების განათლების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის საკითხები პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენი საარჩევნო გარემო გახდეს უფრო დემოკრატიული და გადავიდეთ 100%-იან პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ მას უნდა ვუთხრათ, რომ პროპორციული სისტემა დიდწილად გამორიცხავს საქართველოში ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის გამეორებას. ის იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს უფრო დაჩქარებული ტემპებით მივაღწიოთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ამ ინიციატივაში თითქმის ყველა პარტია ერთიანდება.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით კი, მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა და ამ სისტემის შენარჩუნება ხმების მოპარვის საშუალებას იძლევა.

„დღეს, 30 იანვარს იწყება ძალიან საინტერესო პროცესი. ჩვენ უნდა გავაგონოთ ჩვენი ამომრჩევლების ხმა ხელისუფლებას 73-ვე მუნიციპალიტეტიდან, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება სიმახინჯეა. სწორედ ხალხმა უნდა გააგებინოს, რომ მათ არ უნდათ მაჟორიტარული სისტემა, რადგან ესაა უსამართლო და ხმების მოპარვის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

იხილეთ ვიდეო: პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ოპოზიციური პარტიები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა