თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს მომხსენებლად აირჩიეს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ასევე, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი, კონგრესის ქარტიის, ნორმებისა და პროცედურების საკითხებში, ამავე უწყების ბიუროს სხდომის მომხსენებლად აირჩიეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს.

ათეა-ს ინფორმაციით, სხდომაზე, რომელიც პარიზში გაიმართა, თამარ ტალიაშვილმა, საერთაშორისო გამოწვევების განხილვისას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე მსჯელობის საკითხი დააყენა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი, საქართველოს საკითხს კონგრესის პლენარულ სხდომაზე წარადგენს განსახილველად.

ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, გაერო-ს მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში ადგილობრივი ორგანოების როლზეც ისაუბრა და ღია მმართველობის ფორმატში ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის სპეციფიკის ეფექტურ განსაზღვრებასთან დაკავშირებით საკითხი წამოჭრა.

როგორც ათეა-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს შორის, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში დემოკრატიის მიმართულებაზე, ადგილობრივ ხელისუფლებათა პალატის 2019 წლის სამუშაო პროგრამასა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპულ ქარტიაზე იმსჯელეს.

ამავე სხდომაზე, ბიუროს წევრებმა სამომავლო, რიგით 36-ე სხდომის დღის წესრიგიც განიხილეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო