გიორგი ქობულია - ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც და ქვეყანაშიც, თუმცა კორუფცია ამ პრობლემებს შორის არ არის

ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც და ქვეყანაშიც, თუმცა კორუფცია ამ პრობლემებს შორის არ არის, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ NDI-ს მიერ გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფცია და ნეპოტიზმი არსებობს.

„ჩემი აზრით და გამოცდილებით, სახელმწიფო სტრუქტურებში მე არ შემიმჩნევია არც ერთი შემთხვევა, სადაც კორუფციული გარიგება იყო. ეს შემიძლია დანამდვილებით ვთქვა და არც მსმენია ვინმესგან ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც, ქვეყანაშიც, თუმცა კორუფცია ამ პრობლემებს შორის არაა. მე ვფიქრობ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული საზოგადოებაც და მთავრობაც. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩასატარებელი სამუშაოები, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები”, - განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, სასამართლოში, პარლამენტში, პროკურატურაში, პოლიციასა და პარტიებში კორუფციაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო