სოზარ სუბარი - რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირების გარეშე განვითარება შეუძლებელი იქნება

რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირების გარეშე განვითარება შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა ისაუბრა სხვადასხვა რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ პროექტზე და აღნიშნა, რომ მათი განხორციელების შედეგად საქართველოს რეგიონები საერთაშორისო ტურიზმისა და მცირე სასტუმროების ბიზნესისთვის უფრო საინტერესო გახდება.

„ერთ-ერთი თემა, რომლის გარეშეც განვითარება შეუძლებელი იქნება, არის რეგიონების გადაბმა და დაკავშირება. იმერეთიდან აბასთუმანზე გადასასვლელი გზა, საირმე-აბასთუმანი, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ორივე კურორტი მიმზიდველია, ერთად მათ უფრო მიმზიდველს გახდის. ლენტეხი-მესტიის გვირაბიც მესტია-ლენტეხის პოტენციალის არა მარტო სრულად ათვისების შესაძლებლობას მოგვცემს, არამედ გადააბამს ამ რეგიონებს ერთმანეთს. ლეჩხუმი-ლენტეხი-რაჭა და მთლიანობაში, ეს რეგიონი უაღრესად საინტერესო გახდება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმისთვის. ლეჩხუმი თავისი უნიკალური ღვინის გზებით, უნიკალური მოსალოცი და მათ შორის, მსოფლიო მნიშვნელობის ადგილებით; რაჭა ასევე უნიკალური ღვინის გზებითა და კურორტებით, და ლენტეხი - ეს ყველაფერი მოგვცემს კიდევ ერთ ძალიან ძვირფას ადგილს ტურისტული განვითარებისთვის. გუშინ ვსაუბრობდი იმ ადამიანებთან, რომლებსაც მცირე სასტუმროები აქვთ, რაც ძალიან კარგად ვითარდება რეგიონებში. თბილისში 3-4 წლის წინ აღმოვაჩინე, რომ 3-4 ათასი ასეთი გასაქირავებელი ბინა არსებობდა, წელს კი მათმა რიცხვმა 15 ათასს მიაღწია და უფრო და უფრო იზრდება. გამოდის, რომ ყველა ადამიანი ერთვება ამ ბიზნესში და პოულობს საშუალებას, თავისი თავი გადაირჩინოს. ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი იყო სოფელი უდაბნოს წყლით მომარაგება, ექვსი თვის შემდეგ იქ უკვე 5-6 “გესთჰაუსი” იყო, ახლა კი ალბათ, მეტი იქნება. გზაც კეთდება, იქვე კი არის უდაბნოს უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი, რომლის მსგავსი მართლა ძალიან ცოტაა მსოფლიოში. იქ ადამიანის გაჩერება შეუძლებელი იყო, რადგან ელემენტარულად, ხელის დასაბანადაც არ იყო წყალი. როგორც კი წყალი გაჩნდა, გაჩნდა სრულიად ახალი სიცოცხლე და ამიტომაცაა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება თითოეული რეგიონის განვითარებისათვის ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა“, - განაცხადა სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა