მაია ცქიტიშვილი - აზიის განვითარების ბანკი 700 მილიონი დოლარის ახალ პროექტებს დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი 700 მილიონი დოლარის ახალ პროექტებს დააფინანსებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ეკონომიკურ კონფერენციაზე აზიის განვითარების ბანკის ADB-ს ახალ პროექტზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც წელს დაიწყება და 2020 წლისთვის უფრო აქტიურ ფაზაში გადავა.

უწყების ინფორმაციით, პროექტი, 700 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსებით, მოიცავს ზუგდიდისა და მესტიის, ასევე თელავის, ახმეტის, თუშეთისა და თბილისის არეალს.

,,ეს არის ADB-ის დაფინანსებით, ანუ სესხით განხორციელებული ახალი შესაძლებლობა, რომელიც 700 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტის ჩამოყალიბების პროცესში, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები როგორც რეგიონებთან, ისე უშუალოდ აზიის განვითარების ბანკთან და პროექტის განხორციელების რამდენიმე არეალი გამოიკვეთა“, -აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, პროექტი არ მოიცავს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება იქ, სადაც ეს საჭიროა. მისივე თქმით, პროექტი ასევე, მცირე სესხების სახით ბიზნესკომპონენტის დაფინანსებას მოიცავს.

,,მოხდება სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა. ეს საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი პროექტია, რომელიც სრულიად ჯდება რეგიონული განვითარების ჩვენს ხედვაში“, - განაცხადა ვიცე -პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს