ალეკო ელისაშვილი - სანამ პარლამენტში მაჟორიტარი პარაზიტები იქნებიან, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება

სანამ მაჟორიტარი პარაზიტები იქნებიან პარლამენტში, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომელიც უერთდება ოპოციზიის მოთხოვნას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

„კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლიდან ისედაც უნდა ამოქმედდეს პროპორციული სისტემა. ამაზე კონსტიტუციაც, „ქართული ოცნებაც“ და მთელი საქართველო შეთანხმებულები ვართ. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ სისტემის ამოქმედება ადრე უნდა დაიწყოს. კარგად უნდა გავიაზროთ, სანამ მაჟორიტარი პარაზიტები იქნებიან პარლამენტში, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ეს პარაზიტები ხრავენ ამ ქვეყანას და ქვეყნის განვითარებას აფერხებენ. თან პარტიიდან პარტიაში გადადიან და სულ უმრავლესობის მხარეს არიან. არაფერი გვეშველება, სანამ არ ამოვარდებიან საპარლამენტო ცხოვრებიდან მაჟორიტარები. ამ პრინციპზე ყველა უნდა შევთანხმდეთ და „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა გაიაზროს, რომ იმ პარლამენტში ისინი არიან ხალხის მხარდაჭერით დასკუპებულები. ხალხმა როგორც შეიყვანა, ისევე გამოყრის, თუ არ წავიდნენ ამ ცვლილებაზე“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს