ნიკა მელია - მოგვწონს ერთმანეთი თუ არა, ვესალმებით ერთმანეთს თუ არა, ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანამ თავი უნდა დააღწიოს ოლიგარქიულ მმართველობას

მოგვწონს ერთმანეთი, თუ არა, ვესალმებით ერთმანეთს თუ არა, გვეხატება გულზე თუ არა, ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანამ უნდა განიცადოს პროგრესი და თავი დააღწიოს ერთპიროვნულ, ოლიგარქიულ მმართველობას, -ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მელიამ აღნიშნა, საზოგადოების დაკვეთაა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ამიტომ 2020 წლისთვის ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაერთიანდეს და "ქართულ ოცნებას" დაუპირისპირდეს.

„მნიშვნელოვანია პარტიებს შორის მინიმუმ კოორდინირებული საქმიანობა პოლიტიკურ ველზე და შემდეგ არჩევნებზე ფართო კოალიციური ფრონტით დაპირისპირება "ქართულ ოცნებასთან". ასეთ შემთხვევაში გარდაუვალია ბიძინა ივანიშვილის მარცხი. ეს ყველაფერი არა თუ სურვილების დონეზეა, არამედ რეალურად ხორციელდება და დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება. საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანია. ქვეყანაში არ არსებობს არავინ, გარდა "ქართული ოცნებისა", ვინც ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემა არის კარგი. "ქართული ოცნებაც" ამბობს, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, ოღონდ 2024 წელს და არა 2020-ში. ჩვენ ვამბობთ, რომ 2020 წელშივე უნდა ჩატარდეს. ამისთვის ვიწყებთ კამპანიას ქვეყნის მასშტაბით, რომ შევაგროვოთ ხელმოწერები და ვაიძულოთ ხელისუფლება შეცვალოს საარჩევნო სისტემა, რათა არ იყოს ადგილობრივი ფეოდალი-მაჟორიტარები იმ როლში, როდესაც ისინი მოისყიდიან, დააშინებენ და დაჩაგრავენ ხალხს. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ, მერწმუნეთ, ვერ ნახავთ ვერც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც გამოვა და არ აღიარებს არჩევნებს. მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ის, რისი დაკვეთაც არის საზოგადოებაში",- განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა