ლევან დავითაშვილმა ტყის კოდექსის და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყის კოდექსის პროექტზე ისაუბრა და ყურადღება ქვეყნისთვის ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოში 5 კატეგორიის 86 დაცული ტერიტორიაა, რაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 10%-ია (9.55%) და 5 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება იგეგმება (არაგვის და თრუსოს დაცული ლანდშაფტები, ერუშეთის და რაჭის ეროვნული პარკები, რიონის აღკვეთილი).

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ (1 130 462 ვიზიტორი) 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 18%-ით მოიმატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა