გრიგოლ ვაშაძე - მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არა კარიერისთვის, არამედ მათი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იბრძვის

რაც შეიძლება მეტი უნდა ვეკონტაქტოთ საქართველოს მოქალაქეებს, მეტი ვიაროთ ხალხში და მეტი დამაჯერებლობით ავუხსნათ მათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ იბრძვის კარიერისთვის, არამედ იბრძვის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ NDI-ს კვლევის შეფასებისას განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, კვლევამ სერიოზული განსჯის საგანი გაუჩინა პოლიტიკურ სპექტრს.

„გამომდინარე იქიდან, რა ავტორიტეტიც აქვს ამ ორგანიზაციას, მის შედეგებს სრულად ვენდობი. გამომდინარე იქიდან, რა შედეგები აჩვენა ამ კვლევამ, სერიოზული საფიქრალი და სერიოზული განსჯის საგანი მიეცა მთელ პოლიტიკურ სპექტრს. გული დამწყდა, სიმართლე გითხრათ იმაზე, რომ კითხვარში არ იყო გაერთიანებული ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა" იყო შეყვანილი ცალკე. ყველა, ვინც პოლიტიკასთან არის დაკავშირებული გეტყვით, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ არა მარტო არნახულ შედეგს მიაღწია ამ არჩევნებში, არამედ დაიწყო სტრუქტურულად გაერთიანება. ჩვენ ვქმნით სრულიად დემოკრატიულ ორგანოებს, რომელიც დემოკრატიულადვე პროცედურულად წაიყვანს გაერთიანებული ოპოზიციის მომავალ საქმიანობას. არავინ იდავებს იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქემ იმედგაცრუება გამოხატა მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მიმართ და ამის წამალი არის ერთადერთი, რაც შეიძლება მეტი ვეკონტაქტოთ საქართველოს მოქალაქეს, მეტი ვიაროთ ხალხში და მეტი დამაჯერებლობით ავუხსნათ მათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ იბრძვის კარიერისთვის, იბრძვის მათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა